ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „საქართველოს ძველი ფილარმონია“ ავრცელებს.

„საქართველოს ძველი ფილარმონია“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი და ღრმა სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო. მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. 2018 წელს, ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები