მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში მედიასთან საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობა და დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო, განხილულიყო საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე საქართველოს როლი და წვლილი მის ფარგლებში.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების კუთხით, ასევე საერთაშორისო არენაზე საერთაშორისო დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ესეც კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გვესაუბრა მათ საქმიანობაზე საქართველოში, საქართველოს როლზე და საქართველოს საქმიანობაზე ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც საჭიროებს უმაღლეს დონეზე განხილვებს. ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გვემსჯელა სამომავლოდ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, როგორ უნდა იყოს ორგანიზაცია აქტიური საქართველოში და ჩვენ რა წვლილის შეტანა შეგვიძლია თავად ორგანიზაციის მუშაობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები