ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შეძლეს “ჰამასის” მაღალი რანგის მეთაურის ლიკვიდირება, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურთან (Shin Bet) ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ იბრაჰიმ აბუ მაგსიბი ხელმძღვანელობდა “ჰამასის” ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო ქვედანაყოფს “ცენტრალური ბანაკების” ბრიგადაში.
„ის ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა მრავალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვებას ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცების მისამართით“, – ნათქვამია განცხადებაში.