ირაკლი ჩიქოვანი: თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, ეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის კარგი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის კარგი იქნება.
“არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას მანიფესტი რის საპირწონედ შესთავაზა, მაგრამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, რომ მათ არცერთი მანიფესტი არ უშველით. მისი იდეოლოგია მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ვნახეთ. ამ პარტიას ფინანსები კრიმინალ კეზერაშვილისგან აქვს, რაც სერიოზული პრობლემაა. რეალურად, პარტიაში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის წევრი, ვინ არა და ვინ რას წარმოადგენს. არ მგონია, პარტიის რღვევა ამ მანიფესტმა შეაჩეროს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიანობის მანიფესტის შექმნა შესთავაზა.