გიორგი ვაშაძე – კანდიდატის სტატუსზე: ოპოზიცია ყოჩაღ, ხუთიანი!

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გუშინდელი განცხადება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის თაობაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას არ უხარია კანდიდატის სტატუსი.

„ოპოზიცია, ყოჩაღ! სამოქალაქო საზოგადოება, ყოჩაღ! ოპოზიცია ხუთიანი, „ქართული ოცნება“ დაჯექი, ორიანი. ხელისუფლებას არ უხარია კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები