ბექა დავითულიანი – კანდიდატის სტატუსზე: ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი დამსახურება არ არის, თუმცა, ვინც აკრიტიკებს, ისინიც და მათი შვილებიც ისარგებლებენ ამ დიდი მიღწევით
ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებსა და პრორუსებს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს. ეს სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს და საკუთარი ქვეყნის დაზიანებას მოეშვან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა
დავითულიანი აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი დამსახურება არ არის. თუმცა, ვინც აკრიტიკებს, ისინიც და მათი შვილებიც ისარგებლებენ, საბოლოოდ, ამ დიდი მიღწევით და მათაც ვულოცავ.
ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებსა და პრორუსებს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს. ეს სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს და საკუთარი ქვეყნის დაზიანებას მოეშვან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.