“ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი” – ირაკლი ჩიქოვანი
„ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი და ამის მარტივ გამაბათილებლად შეიძლება, გამოვიყენოთ ის მიღწევები, რომლებიც ბოლო 11 წლის განმავლობაში გვქონდა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ძალიან დიდი მონდომება დახარჯა ოპოზიციამ და ასევე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ფინანსური რესურსია, რომ შეწინააღმდეგებოდა დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზუსტად ამიტომ, ახლა ცდილობენ რაღაცნაირად გადაფარონ საკუთარი წარუმატებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, რეფორმებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან, შედეგი მოაქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.