“ევროკავშირის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების შრომას” – დავით სონღულაშვილი

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების შრომას“, – ასე ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ნიშნავს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, კიდევ უფრო მეტ ნდობას და მეტ ინვესტიციების შესაძლებლობას და მეტ საექსპორტო შესაძლებლობებს“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები