იაგო ხვიჩია: ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი “გაბლატავდა” და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება

ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, ხვიჩია საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს გამოეხმაურა. ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის არ მიუმართავს.

„შერიგება უნდა ვითომ ღარიბაშვილთან? შეიძლება, ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება, ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და ზოგადად როგორც უნდა, ისე იქცევა აწი, რადგან მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები