რუსეთში “მედიაპოლიცია” გამოჩნდება

რუსეთში „მედიაპოლიციის“ სპეციალისტების მომზადება დაიწყეს, რომლებსაც დაევალებათ ინტერნეტში ექსტრემისტული და დესტრუქციული, ასევე, პირატული შინაარსის მასალების გამოვლენა, შემდგომი დაბლოკვის მიზნით.

ამის შესახებ The Moscow Times-ი იტყობინება.

ტრენინგი რუსეთის საჯარო ადმინისტრაციის აკადემიაში ტარდება და მოიცავს ბრძოლას: ტერორისტული პროპაგანდის, კრიმინალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მოზარდებში თვითმკვლელობასა და მორწმუნეთა შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს ფიზიკური, იურიდიული და სახელმწიფოს წინააღმდეგ კიბერდანაშაულების გამოძიების მიმართულებით.

ამჟამად, რუსეთში ინტერნეტში მავნე შინაარსის კონტენტის დაბლოკვაზე “როსკომნადზორია” პასუხისმგებელი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ, უწყებამ ათიათასობით მასალა დაბლოკა, რომელიც „გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, „ექსტრემისტული შინაარსის ელემენტებს“ და „მასობრივი არეულობისკენ მოწოდებებს“ შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები