მედია: ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 15 ნოემბერს შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინპინი 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ სააგენტო Kyodo ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, შეერთებული შტატები და ჩინეთი ამჟამად შეხვედრის საბოლოო დეტალებს ათანხმებენ, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერთა სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ამავდროულად, ჩინეთს სამიტზე სი ძინპინის მონაწილეობას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ოქტომბრის ბოლოს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი მოუთმენლად ელოდა სი ძინპინთან შეხვედრას APEC-ის სამიტზე სან-ფრანცისკოში.