სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა გათვლილი იქნება 300 მოსწავლეზე და სრულად მოერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მათივე ცნობით, ტენდერის პირობების თანახმად, პროექტის ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლის განახლების გეგმა, რაც მოიცავს შენობის რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები