ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს
ბათუმში სასტუმროს აღჭურვილობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს.
“საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, ტურიზმის DMO-ები, აჭარის მუზეუმი და ასოციაციები ღებულობენ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი. ტურისტული გამოფენა, რომელიც საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება დღეს სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა და 2 მაისს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია,”- წერია ინფორმაციაში.