ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში ადგილობრივი დროით 09:18 საათზე 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკურ ცენტრში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ 3-დან 5-მდე  სიმძლავრის ბიძგები აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში, მათ შორის, აგდამის, იარდიმლის, ლერიკის, საათლის რაიონებში იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები