დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს, დაღუპულია ექვსი ადამიანი
უკრაინული ძალების მიერ ქალაქ დონეცკის დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, დენის პუშილინი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.