„მიმაჩნია, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა ქვეყანაში არჩევნებისთვის შესაფერისი დრო არ არის.

როგორც სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაზე უნდა კონცენტრირდეს.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც მხოლოდ რუსეთი ელის უკრაინისგან. მიმაჩნია, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის. და თუ ჩვენ გვჭირდება ბოლო მოეღოს პოლიტიკურ დავას და გავაგრძელოთ მუშაობა ერთიანად, სახელმწიფოში არის სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ ბოლო მოუღონ მას და საზოგადოებას ყველა საჭირო პასუხი გასცენ ისე, რომ კონფლიქტებისთვის და უკრაინის წინააღმდეგ სხვისი თამაშისთვის ადგილი არ დარჩეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები