„უკრაინა თავის ისტორიაში ყველაზე საშინელი ზამთრისთვის ემზადება“ – დმიტრო კულება

მოახლოებული ზამთარი შესაძლოა, უკრაინისთვის თავის ისტორიაში ყველაზე საშინელი გახდეს რუსული აგრესიის გამო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Die Welt-ს 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განუცხადა.

როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, ზამთარში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტების სავარაუდო დაბომბვასთან დაკავშირებით, უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აგრესორი ქვეყანა ისევ შეეცდება გამოსცადოს უკრაინის ენერგოსისტემის გამძლეობა თავისი რაკეტებით, როგორც ეს გასულ ზამთარს გააკეთა.

კულებას თქმით, თუ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, ის „თვალს დახუჭავს“ იმაზე, რომ გერმანიამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა უკრაინელი სამხედროებისთვის TAURUS-ის შორეული რაკეტების გადაცემა.

„ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთ დავიცვათ ჩვენი ელექტროსადგურები, მაგრამ რუსები ამას უკვე შეეწყვნენ. ისინი კვლავაც გააგრძელებენ ჩვენი გამძლეობის გამოცდას საკუთარი რაკეტებით, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები