ღაზაში ინტერნეტი და კომუნიკაციები აღდგენილია

პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის” საზოგადოებამ (PRCS) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორში ინტერნეტი და კომუნიკაციები აღდგენილია.

„ღაზას სექტორში ტელეკომუნიკაციები და ინტერნეტსერვისები მას შემდეგ აღდგა, რაც ისრაელის ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად  იყო გათიშული“, – ნათქვამია პოსტში.

ერთი დღით ადრე, პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანია Paltel-მა განაცხადა, რომ ღაზაში  საკომუნიკაციო სერვისებმა და ინტერნეტმა მუშაობა ისევ შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები