დაღუპულად მიჩნეული 8 წლის გოგონა შესაძლოა, ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება

ისრაელის და ირლანდიის მოქალაქე, 8 წლის ემილი ჰენდი შესაძლოა, ცოცხალია ,,ჰამასის,, ტყვეობაში იმყოფება.

ამის შესახებ გოგონას მამამ, ტომ ჰენდიმ თქვა.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ,,ჰამასის,, მიერ 7 ოქტომბერს, კიბუც ბეერიზე თავდასხმის დროს არის დაღუპული.

თუმცა, ირლანდიურ მაუწყებელ RTÉ-ს ისრაელში ირლანდიის საელჩოში დაუდასტურეს, რომ ახლა მიიჩნევა, რომ ემილია შესაძლოა, ცოცხალი იყოს, რადგან კიბუცზე თავდასხმის მსხვერპლთა შორის მისი დნმ აღმოჩენილი არ არის.

როგორც ემილის ოჯახმა განაცხადა, ისრაელის თავდაცვის ძალებში არ გამორიცხავენ, რომ გოგონა ,,ჰამასის,, ტყვეობაში იყოს.

ამავდროულად, თავდასხმის მრავალი მსხვერპლი კვლავ ამოუცნობი რჩება. ისრაელის სასამართლო ექსპერტები ამბობენ, რომ ზოგიერთი ცხედარი ისეთ მდგომარეობამდეა დამწვარი, რომ დნმ-ის ანალიზი შეუძლებელია ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები