ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს, არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს.
როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა თქვა, იერიში საპორტო ინფრასტრუქტურაზე იყო მიტანილი.
არ ზუსტდება გაშვებული დრონების რაოდენობა, თუმცა, კიპერმა თქვა, რომ განადგურდა 15. გარდა ამისა, გაშვებული იყო “ონიქსის” და “ისკანდერის” რაკეტები.
დარტყმის შედეგად, დაზიანდა საწყობები, სპეციალური ტექნიკა და მარცვლეულის მანქანები.
ასევე, დაზიანებები მიიღო 124 წლის ოდესის ხელოვნების ეროვნულმა მუზეუმმა.
თავდასხმის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა.