ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ BBC-ი წერს. ჯერჯერობით უცნობია ვის შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასას“ „განმათავისუფლებელი ჯგუფი“ უწოდა. საპასუხოდ ისრაელმა თურქეთიდან საკუთარი დიპლომატები გაიწვია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები