11 სექტემბერი
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, დედაქალაქის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კომპანია „გრინერჯისა“ და „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
11:00
დედაქალაქის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიფინგს გამართავენ. თემა: ბიუჯეტის 6 თვის შესრულება.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი, შს მინისტრის სკანდალურ ინტერვიუზე, გაეროს სამიტზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:00
თბილისის იუსტიციის სახლში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ყოფილ პატიმართა სტაჟირების პროგრამაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებს შეხვდებიან. მისამართი: სანაპიროს ქ. №2, იუსტიციის სახლი ( მე-3 სართული) საკონტაქტო პირი: ეკა ბურჭულაძე 599 72 92 26
11:00
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #534
11:00
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად, ქალაქის ბაგა-ბაღებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა.
11:00
NEW
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, ნიკა მელიას ბრიფინგი გაიმართება.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერის და პრეზიდენტის ურთიერთობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონატქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი არჩილ გამზარდია, შს მინისტრის სკანდალურ ინტერვიუზე, გაეროს სამიტზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებში, ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და პროექტები.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, შს მინისტრის სკანდალურ ინტერვიუზე, გაეროს სამიტზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, განათლების სისტემაში დირექტორების არჩევის წესესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
12:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, საჯარო დისკუსია გაიმართება. თემა: “მსოფლიო 9/11-ის შემდეგ” საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა 577 19 14 17
12:00
ზუგდიდის სასამართლოში, ემზარ კვიციანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება.
12:30
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი რეალობისთვის” დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი ბრიფინგს გამართავს, თემაზე – აქციები პარლამენტიდან-პარლამენტამდე 15 სექტემბრიდან.
12:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაციები, საპატრიარქოს და საკრებულოს წარმომადგენლები ,ილია ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
13:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე გაუძღვებიან.
13:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს, თემა: „რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან გამოყენებული შემოდგომაზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების შესაძლო არევისთვის?!“ მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ჯაბა სირაბიძე, 595 080424
13:30
ტყიბულის სახალხო თეატრის შენობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტყიბულის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდება. შეხვედრა ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით იმართება. საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577 17 33 25
14:00
NEW
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, უმცირესობის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პარლამენტის დარბაზი #303
15:00
NEW
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები.
19:00
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჰოლანდიელი ხელოვანის ჟენევიევ ფეიმ ვან ჰელდენის პრეზენტაცია გაიმართება.
19:00
NEW
„საერთაშორისო კორპორაცია აი სი არი“ და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია” ახალ სავაჭრო ქუჩას გახსნის. მისამართი: ვაჟა- ფშაველას 26