ფეი ლანტი: ComCom-ი არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, ორი პანელური დისკუსია ჩატარდა. თემატური სესიის ერთ-ერთი მონაწილე დიდი ბრიტანეთის მედია მარეგულირებლის (Ofcom) მედიაწიგნიერების პოლიტიკისა და პროექტების ხელმძღვანელი, ფეი ლანტი იყო, რომელმაც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის საქმიანობა შეაფასა.

“კომუნიკაციების კომისია არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიაწიგნიერების გამოწვევების დასაძლევად. მათ დანერგეს მედიაწიგნიერების საგანი სკოლებში, რომელიც მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად”- აღნიშნა Ofcom-ის წარმომადგენელმა.

პანელური დისკუსიის მსვლელობისას, ფეი ლანტმა ასევე აღნიშნა, რომ ComCom-ის პროექტებმა და მედიაწიგნიერების შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიდგომებმა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შეხვედრის ფარგლებში, მან ასევე მედიაწიგნიერების განვითარებაში მარეგულირებლის როლი, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა.

შეგახსენებთ, რომ მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები