ისრაელი აგრძელებს “ჰამასის” სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალის სისტემატურ განადგურებას; პირველი ეტაპი მოიცავდა ბოევიკთა თავდასხმის შეჩერებას, მეორე – საჰაერო დარტყმებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მესამე ეტაპი არის ღაზას სექტორში სახმელეთო შეღწევადობის გაფართოება. IDF აკეთებს ამას გაზომილი, ძალიან ძლიერი ნაბიჯებით, სისტემატურად მიიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
მან კიდევ ერთხელ მიმართა ლიბანურ “ჰეზბოლას” და თქვა, რომ ისრაელი მუშაობს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერებაზე და გააფრთხილა მისი ლიდერები, რომ დაჯგუფება “დაუშვებს მთელი ცხოვრების შეცდომას, თუ გადაწყვეტს კონფლიქტში სრულად ჩაერთოს”.
“თქვენ მიიღებთ დარტყმას, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენთ”, – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრი.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ თუ “ჰამასი” არ დამარცხდება, მაშინ “ბოროტების ღერძი გაიმარჯვებს” და დამარცხდება როგორც დასავლეთის ქვეყნები, ასევე, მთელი არაბული სამყარო.