ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ დათანხმდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, „ჰამასისთვის“ დანებების მოწოდების ტოლფასია.

„ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორის თავდასხმის შემდეგ, შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას არავინ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები