ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ღამით სახმელეთო ოპერაციის დროს, ღაზას სექტორიდან „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ჯარისკაცი გადაარჩინეს. ამის შესახებ The Times Of Israel-ი იუწყება.
ერთობლივ განცხადებაში IDF და Shin Bet ამბობენ, რომ ორი მეგიდიში კარგ მდგომარეობაშია და ის ოჯახს უკვე შეხვდა.
მათივე ცნობით, მეგიდიში იყო ჯარისკაცი, რომელიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ნაჰალ ოზის ბაზაზე შეჭრისას მძევლად აიყვანა.