IDF: ლიკვიდირებულია “ჰამასის” 4 გავლენიანი წევრი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაციის დროს “ჰამასის” 4 გავლენიანი წევრის ლიკვიდირება მოახერხეს.

არმიის პრესსამსახური ლიკვიდირებულთა ვინაობასაც ასაჯაროებს:

ცენტრალურ ბრიგადაში “ჰამასის” საზღვაო ძალების მეთაური ჯამილ ბაბა.

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფის მეთაური – მუჰამედ საფადი.

“ჰამასის” ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფის მებრძოლი – მუვამან ჰიჯაზი.

“ჰამასის” წარმოების დეპარტამენტის უფროსი – მუჰამედ ავდალა.

ისრაელის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მან “გაანადგურა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები და გაშვების სხვა ადგილები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები