ისრაელის საგარეო უწყება “ჰამასის” მიერ გატაცებული გერმანელი სტუდენტის გარდაცვალებას ადასტურებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი, გერმანიისა და ისრაელის მოქალაქის – შანი ლუკის გარდაცვალებას ადასტურებს.

აღნიშნულია, რომ ” გერმანიის 23 წლის და ისრაელის მოქალაქის შანი ლუკის ცხედარი იპოვეს და ამოიცნეს. შანიმ, რომელიც მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს, აწამეს და ღაზაში “ჰამასის” ტერორისტებმა ჩაიყვანეს,  წარმოუდგენელი სისასტიკე გადაიტანა”.

მანამდე, 23 წლის სტუდენტის გარდაცვალების შესახებ გერმანულ მედიას შანი ლუკის დედამ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები