ანდრია ჯაღმაიძე: მოღალატედ გამოცხადება ადამიანის, რომელიც 15 წლის განმავლობაში აკეთებს იმას, რომ ტაძარი არ დაკარგო, არის ძალიან მძიმე საყურებელი და დიდი შეცდომა

კირბალის მონასტერში მეუფე ანდრიას მეცადინეობით მოხერხდა, რომ დღესასწაულებზე შევდიოდით და ვიღაც იქ შევიდა, რა თქმა უნდა მეუფე ანდრიას არ აყენებს საქმის კურსში და აღმართა დროშა. და რა მოხდა მერე? რამდენი ხანი იქნება იქ დროშა? ერთი საათის მერე არც დროშაა და კარიც აჭედილია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე მესმის, რომ ძალიან ძნელია დღეს თქვა, რომ რუსეთის მხარე კარგად იქცევა. მაგრამ ეს არის შემთხვევა, რომლის გავრცობაც სხვა ადგილებზე არ ხდება. ეს არის კონკრეტულად ის ადგილი, კონკრეტულად ის შემთხვევა და კონკრეტულად ის ზონა, სადაც ვახერხებთ, რომ ტაძარი არ იყოს დახურული. ამიტომ, მოღალატედ გამოცხადება ადამიანის, რომელიც 15 წლის განმავლობაში იქ მსახურობს და შენთვის აკეთებს იმას, რომ შენ ტაძარი არ დაკარგო, არის ძალიან მძიმე საყურებელი და დიდი შეცდომა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები