რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების გამოფენა მოეწყო

რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე 150 რეტრო მანქანაა წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით კლასიკური ავტომობილების სფერო დარეგულირდა.

„წარმოდგენილია ექსკლუზიური და პოპულარული მოდელები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით დიდ ინტერესს იწვევს.

საქართველოს პარლამენტმა წინა სესიაზე მიიღო სპეციალური კანონი კლასიკური ავტომობილების შესახებ, ეს სფერო დავარეგულირეთ ისე როგორც ევროპაში და აშშ-შია, ამან საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ქვეყანაში კლასიკური ავტომობილების კულტურის ჩამოყალიბებას”,- აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები