თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი პოლიციელი გარდაიცვალა

 თბილისში, მშრალ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები