დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე – მოსახლეობამ კარს ღორის თავი მიამაგრა

დღეს ქობულეთის მოსახლეობამ სახლს, სადაც მათი მტკიცებით, მედრესე უნდა აშენდეს, ღორის თავი მიამაგრა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. მოსახლეობა სასწავლებლის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ თურქეთის მოქალაქე უკანონობას სჩადის.
“თურქეთის მოქალაქემ ჩვენი მეზობლის სახლი შეიძინა. მასთან ურთიერთობისას გაირკვა, რომ ის აშენებს სასტუმროს და ოფისს, ჩვენ მას ეს ფაქტი მივულოცეთ, მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ ის მედრესეს, ანუ მუსლიმანურ სასწავლო ცენტრს აშენებს. ეს კანონით აკრძალულია. მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით უკვე შეიპირა 45 ბავშვი, რომ აქ მიაღებინოს განათლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემა. ქობულეთის გამგებლის განმარტებით, მედრესეს მშენებლობა უკანონოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები