კობა ნარჩემაშვილი: “შსს 5 უწყებად უნდა დაიყოს”

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 სხვადსხვა უწყებად უნდა დაიყოს, – ამის შესახებ ნარჩემაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავის დროზე უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მექანიკურად იყო გაერთიანებული და მორგებული იყო ავტორიტარულ მმართველობაზე. „ 2009 წლიდან 2012 წლამდე სამართალდამცავი სისტემა ტოტალიტარული, ერთი ადამიანის ახირებებზე იყო აწყობილი. ამ სისტემამ ასეთი ცენტრალიზებული სახით, როგორიც დღეს გვაქვს, აბსოლუტურად დაკარგა მოქნილობა და არის სრულიად გამოუსადეგარი. საჭიროა, ამ სისტემის სრულიად ტრანსფორმირება. დღეს გაერთიანებულია უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოები. შს სამინისტროს საქმიანობაში ორი ძირითადი კომპონენტია – დანაშაულის პროფილაქტიკა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მეორე – ეს არის გამოძიება. გამოძიება კრიმინალთან ბრძოლის ძირითადი ასპექტია, მაშინ, როდესაც სპეცსამსახურების საქმიანობაში, რომელიც დაზვერვის ან კონტრდაზვერვის საქმიანობას ახორციელებს, გამოძიება ხარვეზიც კია. ამიტომ, არსებული ნიშნით ეს სრულიად ხელოვნური გაერთიანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე შეიძლება 5 ახალი უწყებაც კი აღმოცენდეს“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები