„გრინფისს“ გენმოდიფიცირებული საკვების მწარმოებელ კომპანიებთან კავშირი არ აქვს“

   „გრინფისი“ გენმოდიფიცირებული პროდუქტების “შავ სიასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გრინფისი“ კომპანიის სახელით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „გრინფისი“ გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან დამზადებულ საკვებს უშვებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „გრინფისს“ გენმოდიფიცირებული საკვების მწარმოებლებთან კავშირი არა აქვს. “გრინფისის ოფისები სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს ნამდვილად უშვებდნენ ცნობარს (ზოგიერთი ახლაც უშვებს), რომელიც მომხმარებელს გემოდიფიცირებული პროდუქტის გარჩევაში ეხმარებოდა. ამასთან, კომპანიები მასში, როგორც წესი გამოყოფილია წითლად – მწარმოებელი, რომელიც გამოიყენებს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და მწვანე – რომლებმაც მასზე უარი თქვეს. გრინფისი არ გამოსცემს უნივერსალურ ცნობარს, რომელშიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა აქტუალური იქნებოდა. თითოეული ჩვენი ცნობარი გამოიცემა კომპანიების მონაცემების საფუძველზე – იურიდიულ პირებზე, რომლებიც დარეგისტრირებული არიან შესაბამის ქვეყანაში და ლაბორატორიულად გამოკვლეულ პროდუქტებზე, რომელიც ადგილობრივ მაღაზიაშია შეძენილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე პროდუქტი, მაგალითად, ჩინეთში შესაძლოა, შეიცავდეს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რუსეთში კი – არა. ამასთან, მომხმარებელთა ზეწოლის შედეგად სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს ტრანსგენების მოხმარებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სია, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებით ფირმის პოლიტიკას ასახავს, აქტუალურია მხოლოდ ხანმოკლე დროით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები