კობა ნარჩემაშვილი: “ნაციონალები“ ყველაფერზე წავლენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზეც წავა”, – აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში. მისი თქმით, შს მოქმედი მინისტრის განცხადებების შესატყვისი მტკიცებულებების წარმოდგენა უნდა მოხდეს და დანაშაულის მზადების დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებს შესატყვისი პასუხი გაეცეთ. „კრიმინალის თემა ხელოვნურად აქტუალიზებული და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. მე, პირადად, აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს და ამ ყველაფერში 99% კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იქნება ნაგულისხმევი, რათა მათ საზოგადოებრივი აზრი მიმართონ იქით, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის ცუდად, ყველაფერი არის მძიმედ. მათ უჭირთ იმის გააზრება, რომ დათმეს ხელისუფლება. ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ მაქსიმალურად მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ვისურვებდი, რომ მინისტრის განცხადებაზე მტკიცებულებები ვიხილო და ეს მტკიცებულებები გარდაიქმნას სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც შესაბამისად გაგრძელდება. ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს “, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. შეგახსენებთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გაზეთ „ალისთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადების შესახებ ისაუბრა. ჭიკაიძის განცხადებით, აღნიშნული დავალება ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში და თურქეთში გამართული თათბირებისას მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები