გიორგი მარგველაშვილს ფანჯიკიძემ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა

  საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, პრეზიდენტთან ბევრ თემაზე ისაუბრეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, წავა თუ არა გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და იგი გაეროს ასამბლეაზე გამგზავრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკაში გაემგზავრება. მარგველაშვილის თქმით, ამერიკაში მის ვიზიტთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. “ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს, კონსტიტუციის მიხედვით, აყალიბებს პარლამენტი. მეც, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კურსის ფარგლებში ვმოქმედებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები