“შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ პარლამენტში ინიციატივა არ განიხილება“

“შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურულ ცვლილებებზე და უშიშროების ნაწილის გამოყოფის შესახებ პარლამენტში არანაირი კანონპროექტი არ არსებობს” – – განცხადება პარლამენტის ვიცე – სპიკერმა მანანა კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში. მანანა კობახიძის განმარტებით, ეს არის საკითხი, რომელზეც არა მარტო პოლიტიკოსებმა, არამედ იურისტებმაც უნდა იმსჯელონ. მისი თქმით, ერთი უწყების ქვეშ ამ ორი სამინისტროს გაერთიანება შესაძლოა, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, თუმცა ეს, მისივე განმარტებით, მსჯელობის საგანია. „უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფის შესახებ პარლამენტში ამ ეტაპზე რაიმე კანონპროექტი არ განიხილება, თუმცა თუ ეს საკითხი დადგება ან მთავრობიდან იქნება ინიცირებული, რა თქმა უნდა, იქნება ამაზე ფართო დისკუსია, იმიტომ რომ ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ იურისტებს შორის მსჯელობის თემა. ჩვენ მზად ვართ, ეს თემა საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში განვიხილოთ. ჩემი აზრით, ერთი უწყების ქვეშ ამ ორი სამინისტროს გაერთიანება შესაძლოა, გარკვეულ რისკებს იწვევდეს, თუმცა ეს არის მსჯელობის საგანი“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები