გიორგი ვოლსკი: ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით

“რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის აქტიური, გააფთრებული მებრძოლი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ისედაც ცნობილი იყო. ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას.

ვოლსკის შეფასებით, ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც მმართველი გუნდი დიდი ხნის მანძილზე საუბრობდა.

“ის, რომ ბრიუსელის და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში დარბოდნენ და საქართველოზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ აქ შავი ხვრელებია და რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს უვლის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას. ეს სქემა აშკარა გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის, ხათუნა სამნიძის განცხადებაც, რასაკვირველია, ამ რიგში უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები