მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ რეალურად არ არსებობს, ეს არის სატელევიზიო პროდუქტი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ რეალურად არ არსებობს.

“ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა. რაღაცებს იბოდიალებენ და შემდეგ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ეს. რა ვიცი, რას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ არიან არეულ-დარეულები და დავალების შესრულებაც კი უჭირთ.

„ნაცმოძრაობა“ რეალურად არ არსებობს, ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს. წავლენ, ხან მავზოლეუმს გააკეთებენ თავიანთი ბელადისას, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს და ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები. ერთმანეთს ჭამენ შიგნით და, რეალურად, მიდის იმაზე ბრძოლა, ვინ გაანაწილებს თანხებს. იმ თანხებს, რომელიც არის ბიუჯეტიდან მოპარული თავის დროზე და ახლა ინაწილებენ ერთმანეთისვე. ინაწილებენ გავლენებს პარტიის შიგნით და რეალურად, პარტია არის ვირტუალური. როგორც ასეთი „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს. მათმა ტელევიზიებმა რომ არ გააშუქონ, პარტია არ არსებობს. ეს არის რაღაც ექსტრემისტული, რადიკალური, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფი”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები