კახა კალაძე: არეულობების მოწყობას ვერავინ გაბედავს

ოპონენტების მხრიდან არის მცდელობა, რომ მოსახლეობას არეულობის განცდა შეუქმნან, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოწყობას ვერავინ გაბედავს.
“არეულობების მოწყობას ნამდვილად ვერავინ გაბედავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ყველაფერს. ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის მცდელობა, რომ მოსახლეობას შეუქმნან ისეთი განცდა, რომ ყველაფერი არეულია და არავინ არავის არ ექვემდებარება. ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ყველაფერი არის კონტროლირებადი”, – განაცხადა კალაძემ.
შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში პროვოკაციები მოწყობას გეგმავს. მისივე თქმით, ქვეყანაში სახლემწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მზადების თაობაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები