კახა კალაძე: გაეროში პრემიერი უნდა გაემგზავროს

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაეროში პრემიერი უნდა გაემგზავროს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, 2 ლიდერის წასვლა სამიტზე მიზანშეწონილი არ არის. „ვფიქრობ, ამაში სადაო არაფერია. გაერო-ში პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს. თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ უელსის სამიტზე პრეზიდენტი წავიდოდა, გაერო-ში კი დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ვფიქრობ, ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია და სჯობს ამაზე ვისაუბროთ, ვიდრე იმაზე, თუ ვინ წავა გაერო-ში. დღეს, როგორც ვიცი, მაია ფანჯიკიძე ხვდება პრეზიდენტს და სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ. ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად დააზარალებს ორი დელეგაციის წასვლა გაერო-ში ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები