„ნაციონალები“ არიან პოლიტიკური მკვლელობების ავტორები და ასე მართავდნენ ქვეყანას”

    პარლამენტის ვიცე – სპიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ყოფით ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების სათავისოდ გამოყენებით, პოლიტიკურ სპეკულაციაში სდებს ბრალს, – ამის შესახებ განცხადება მანანა კობახიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრები, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში თავად იყვნენ მკვლელობების ორგანიზატორები, დღეს ყველა მომხდარი დანაშაულის პოლიტიზებას ცდილობენ. „თუნდაც ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონკრეტული მკვლელობა, დანაშაული, რომელიც ამ შემთხვევაში პოლიტიკასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და არის ყოფითი დანაშაული, არის მათი მხრიდან პოლიტიზების საგანი. ამას ცდილობენ ადამიანები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები და ორგანიზატორები არიან. ეს ძალა ყოფით ნიადაგზე განხორციელებულ დანაშაულებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. თუმცა მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი დანაშაული, რა საფუძვლითაც არ უნდა იყოს ჩადენილი ხელისუფლებისთვის, უნდა იყოს შესაბამისი რეაგირების, გამოძიების და წუხილის საგანი. „ნაციონალები“ არიან პოლიტიკური მკვლელობების ავტორები და ასე მართავდნენ ქვეყანას“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები