დავით მათიკაშვილი: არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ქვეყანამ დამსახურებულად, სამართლიანად მიიღოს კანდიდატის სტატუსი
არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ქვეყანამ დამსახურებულად, სამართლიანად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ALDE-ს პარტიების საბჭოზე, საქართველოს შესახებ მიღებულ საგანგებო რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„საერთოდ, სამარცხვინო იყო ასეთი რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა. ეს რეზოლუცია არ არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს რეზოლუცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ და როგორ არ აუკანკალდათ ხელი ამ მართლაც ქვეყნის მტრებს და ასეთ რეზოლუციას როგორ დაუჭირეს მხარი“, – აცხადებს მათიკაშვილი.
ინფორმაციისთვის, ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოახლოებას პარალელურად, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე, საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს.
დოკუმენტს მხარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე უჭერს. რეზოლუციაში მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხიც მოხვდა.