ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჰეიგელის მოწოდებით, გაიყვანოს რუსეთმა საქართველოდან ჯარები, შეშფოთებულია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეიგელის მოწოდებას რუსეთის მიმართ, საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ, „შემაშფოთებელს“ უწოდებს.
ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ნატოს სამიტში მონაწილეობაზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ შესაძლოა 2008 წლის საკუთარი ტრაგიკული შეცდომები გაიმეოროს. აშშ-ს მიერ საქართველოსთვის თავზე მოხვეული ცდუნებებმა კი, შესაძლოა, საქართველო მიიყვანოს არაპროგნოზირებად შედეგებამდე, რომლებსაც არანაირი კავშირი კავკასიაში მშვიდობის დამყარებასთან არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტის შედეგად, საქართველომ ალიანსთან „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტი მიიღო. ეს პაკეტი საქართველოს სამხედრო წვრთნებში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები