ანა ბუჩუკური: კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ეს ქვეყანა და ხალხი
“რას ნიშნავს, “საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”?! ეს საერთოდ რა ლაპარაკია?!”,- ასე ეხმაურება “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის “ფეისბუქ” პოსტს.
ბუჩუკურის თქმით, ხალხი კანდიდატის სტატუს იმსახურებს.
“კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან და ხელისუფლებას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ და არ უნდა გადავაყოლოთ ამ ქვეყნის 30-წლიანი პერსპექტივა”,- აცხადებს ანა ბუჩუკური.
შეგახსენებთ, მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია! რაც იქნება კატასტროფა!“.