„8 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ათვისებულია“

8 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ათვისებულია – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მონაცემებს ასახავს.
”მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის განცხადებები, რაც გაკეთდა. თუ ნახავთ 8 თვის შედეგებს, სიტუაცია არის მნიშვნელოვნად შეცვლილი და ათვისების თვალსაზრისით არის ყველაფერი რიგზე. რაც შეეხება ტენდერებს, სამწუხაროდ, ტენდერების ბუნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა შეფერხება, თუმცა სიტუაცია აქაც გამოსწორებულია. სამწუხაროდ, პარლამენტის წევრებმა მხოლოდ ასეთი ფორმით შემოგვთავაზეს თავიანთი მოსაზრებები, როცა შესაძლებელი იყო სამუშაო რეჟიმში მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები