პარიზში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ შეტაკებისას დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა

პარიზში პალესტინის მხარდამჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„ჩვენ გვჭირდება დემონსტრაცია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც იღუპებიან პალესტინაში“, – ამბობს აქციის მონაწილე.

ფრანგული მედიის ცნობით, აქცია მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრაციის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები