ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა დასავლეთ სანაპიროზე გაანადგურეს სახლი, რომელიც ივნისში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს ეკუთვნოდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პირი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ურიფში ცხოვრობდა, „ჰამასის“ წევრი იყო.
ინფორმაციისთვის, ივნისში დასავლეთ სანაპიროზე შეიარაღებულმა პირებმა ისრაელელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.