ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი ემსხვერპლა

Fatma Kanso, mother of Issam Abdallah, a Lebanese national and Reuters videojournalist who was killed in southern Lebanon by shelling from the direction of Israel, mourns over her son's body during his funeral in his home town of Al Khiyam, Lebanon October 14, 2023. REUTERS/Zohra Bensemra TPX IMAGES OF THE DAY

ისრაელისა და „ჰამასის“ ომის გაშუქებისას დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი კვლავ იზრდება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, კონფლიქტს სულ მცირე 21 ჟურნალისტი ემსხვერპლა, 8 დაშავდა, ხოლო 3 დაკარგულად ითვლება.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან 17 პალესტინელი იყო,  3 ისრაელელი და 1 ლიბანელი.

ორგანიზაცია განვითარებულ კონფლიქტთან დაკავშირებული პრესის წარმომადგენლების სიკვდილიანობის მზარდ რაოდენობას თვალყურს კვლავ ადევნებს.

„CPJ ასევე იძიებს დაუდასტურებელ ცნობებს სხვა ჟურნალისტების დაღუპვის, გაუჩინარების, დაკავების, დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ“, – განაცხადა პრესის თავისუფლების ჯგუფმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები