Axios: აშშ უკრაინისთვის განკუთვნილ საარტილერიო ჭურვებს ისრაელში გაგზავნის

პენტაგონი გეგმავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ათიათასობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი ისრაელს გაუგზავნოს.

ამის შესახებ Axios-ს აღნიშნულ საკითხზე წვდომის მქონე სამმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

მათი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამერიკელ კოლეგებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებათ საარტილერიო ჭურვები ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის და ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ „ჰეზბოლას“ ომის პოტენციური ესკალაციისთვის.

აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ჭურვების უკრაინიდან ისრაელში გაგზავნა არ მოახდენს უშუალო გავლენას უკრაინის შესაძლებლობებზე, ებრძოლოს რუსეთის ჯარებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები